LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეგნანი: მოსამართლე ჩხიკვაძისთვის სანქცია არ დაგვიკისრებია

173
კყუკ

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დასასჯელად არ გამოუყენებია. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა.

ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითაც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, — განაცხადა დეგნანმა.

დეგნანი: დასავლეთს არასოდეს უცდია საქართველოს ომში ჩათრევა, ვინც ამ ნარატივს იმეორებს, რუსეთის საქმეს აკეთებს

დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  საელჩოში შეხვედრაზე მას აუხსნეს, რომ ელჩი დაინტერესებული იყო გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიზეზით და ასევე შეიტყო ის, რომ აშშ-ში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა “არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული” იყო.

კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g