LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დელტა“ შტამი ძალიან აგრესიულია ფეხმძიმე პოპულაციაში, სამწუხაროდ, პაციენტი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა” – ექიმი გარდაცვლილ 7 თვის ორსულზე

125
BeFunky-collage (8)

თბილისში, კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. კატასტროფის ბრიგადამ ქალი ბოკერიას სახელობის კლინიკაში კახეთიდან გადაიყვანა.

თავდაპირველად, მისი მდგომარეობა სტაბილურად შეფასდა, თუმცა 12 აგვისტოს ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი 7 თვის ორსული ქალი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა.

ვაჩაძე ასევე აღნიშნავს, რომ „დელტა“ შტამი ძალიან აგრესიულია ფეხმძიმეებში.

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა: “ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა”

„თავდაპირველად, შემოსვლისას ის შეფასდა როგორც სტაბილური მიმდინარეობა, მაგრამ ვიცით რა, რომ „დელტა“ შტამი ძალიან აგრესიულია ფეხმძიმე პოპულაციაში, მაინც გადაწყდა, რომ დაგვეტოვებინა პაციენტი ჩვენთან, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილებაში და დაგვეწყო მისი მკურნალობა ეროვნული პროტოკოლის მიხედვით. დროის განმავლობაში მას გაუჭირდა სუნთქვა, გახდა ჟანგბადდამოკიდებული, 12 აგვისტოს კი დაგვიდგა საჭიროება, რომ დავხმარებოდით ე.წ. CPAP​-მეთოდით. ეს არის ხელოვნური ვენტილატორი. რამდენიმე დღით მოხერხდა სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა შემდეგ ის გადავიდა რეანიმაციაში და, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დასტაბილურება ვეღარ მოხერხდა“, – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

თბილისში, კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. კატასტროფის ბრიგადამ ქალი ბოკერიას სახელობის კლინიკაში კახეთიდან გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g