LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელტა შტამის ცირკულაცია მძლავრდება, – იქნება თუ არა საქართველოში მორიგი ლოქდაუნი

292
1581260258-ამირანგამყრელიძე1

კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ მზარდია, ხოლო დელტა შტამის, იგივე “ინდური შტამის” ცირკულაცია მძლავრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს დამძიმებულ ეპიდვითარებას და იმასაც, რომ საქართველოში დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება.

ამირან გამყრელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩაკეტვა არ იგეგმება.

“ლოკდაუნზე მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პოპულალურები