LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენის და დამწვრობის სუნია – მგზავრების ევაკუაცია მეტროსადგურ “დელისზე” (ფოტო)

1067
56474609_2246854425629403_4267980693629304832_n

მეტროსადგურ „დელისზე“მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში Davit Doneriani წერს.

„სასწრაფოდ: საბურთალოს ხაზზე, მ/ს “დელისზე” მატარებელი გამოვიდა მწყობრიდან. დენის და დამწვრობის სუნია საშინელი. მოხდა მგზავრთა ევაკუაცია. მემანქანემ ისეთი ხმით თქვა “გთხოვთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ დატოვოთ მატარებელი”, რომ… მატარებელს საშინელი ბოლი აუვიდა, აშკარად ცეცხლი წაეკიდა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა დღეს 10:00 საათზე მოხდა.

“მემანქანემ მგზავრებს მოსთხოვა მატარებლის დატოვება, რადგან ერთ მატარებელში სპეციფიური სუნი აღინიშნებოდა. ეს სავარაუდოდ ზეთის გადაცხელებამ გამოიწვია. მგზავრების ევაკუაციის შემდეგ მატარებელი ჩიხშია გადაყვანილი,” – განაცხადა ლელა სეთურიძემ.