ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ დროისთვის მომხდარის მოტივი უცნობია. ასევე, უცნობია ვისი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 126- 1 პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც  ჯგუფურად ჩადენილ ძალადობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05