LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ: ბუჩუკური გახარიას წერილზე

95
ანა ბუჩუკური

პარტია “საქართველოსითვის” წევრი, ანა ბუჩუკური ეხმიანება “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო და გახარია მას ემუქრებოდა.

გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა – ჯაფარიძე

როგორც ბუჩუკური აცხადებს, ჟურნალისტებმა თავად ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უნდა ჰკითხონ, 3 წლის განმავლობაში რატომ არ საუბრობდნენ ამის შესახებ და მიაწოდეს თუ არა ინფორმაცია პროკურატურას:

“ბატონ ბადრის და ბატონ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, ამ 3 წლის განმავლობაში, მათი თქმით მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ და ალბათ მათვე უნდა ჰკითხოთ მიაწოდეს თუ არა პროკურატურას ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან საინტერესოა ახლა, 3 წლის თავზე რატომ გაახსენდათ. დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ.” – განაცხადა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში განაცხადა, რომ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. მისი თქმით, გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, “თიბისი ბანკს” რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

 

mazda magti 5g