LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეველოპერული სექტორის მხარდასაჭერად ჯამში 434 მლნ ლარი დაიხარჯება – გაეცანით, ანტიკრიზისულ გეგმას

158
Nova-NR-18

მთავრობამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯამში 434 მლნ ლარი გამოყო. ეს თანხა 4 მიმართულებით დაიხარჯება და უზრუნველყოფს სექტორში დასაქმებული ადამიანიებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და დარგის განვითარებას.

როგორც პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა სექტორის მხარდამჭერი პაკეტის წარდგენინსას განაცხადა, ეს თანხა ასე გადანაწილდება:

  • 70 მლნ ლარი სჭირდება იმას, რომ სახელმწიფომ დაასუბსიდიროს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი;
  • 14 მლნ ლარი არის სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე;
  • 150 მლნ ლარი ეს არის ის თანხა, რომელსაც მთავრობა დამატებით მოახმარს დევნილ ოჯახებს;
  • 200 მლნ ლარი ეს არის საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია სექტორისთვის და შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებასაც, სახელმწიფო გამოიყენებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები