დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა, რომელმაც დღეს ხუთ კოლეგასთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა და ამბობს, გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის შექმნაზე მუშაობს.
ამასთან, შეკითხვაზე, იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამაზე საუბარი ადრეა, პროცესებს მივყვეთ“.
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.