LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეებს ვითვლი, ერთი სული მაქვს ორშაბათი როდის გათენდება, რომ ავიცრა – სამსახურში არავაქცინირებული არ მეყოლება: თაკო დოლაბერიძე

401
Tako

საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც ტურიზმის სექტორშიც უსაფრთხო იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

იქნება თუ არა ეფექტიანი ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია, როგორია ამ სფეროში დასაქმებულთა პოზიცია, თემაზე „ფორტუნას“ ეთერში  რესტორატორმა და ივენთმენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ ისაუბრა.

თაკო დოლაბერიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ თანამშროემლი, ვინც მასთან იქნებოდა დასაქმებული, ვაქცინირებული უნდა ყოფილიყო.

თაკო ამბობს, რომ მის ამ განცხადებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

„საქართველოში სანამ ვაქცინაცია დაიწყებოდა, მანამდეც ვამბობდი და ახლაც ამ აზრზე ვარ – ვინც ჩემთან მუშაობენ, აუცილებლად უნდა აიცრან. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული, რადგან მთელი დღე სამსახურში ვართ.

გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ტურისტი იქნება ის, თუ  საქართველოს მოქალაქე, დაცულები უნდა იყვნენ და შენთან მოსვლის არ უნდა შეეშინდეთ.

ჩემი ამ მოსაზრების გამო კრიტიკაც მივიღე და ლანძღვაც. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მეგობრებისგან, მაგრამ ადამიანებისგან, რომლებიც ჩემს სფეროში არიან და ნახევრად თითქოს ვმეგობრობ, მაგრამ ეს არ მწყენია, რადგან ვფიქრობ, რომ არ იყვნენ ჩამოყალიბებული“. – ამბობს თაკო დოლაბერიძე „კვირის თემასთან“. 

„ფორტუნასთან“ თაკო დოლაბერიძე განმარტავს, რომ მის მსგავსად ფიქრობენ სხვა რესტორატორებიც.

„მე თავად ორშაბათს ვიცრები, ჩემი თანამშრომლებიც აიცრებიან, იმიტომ რომ ახალ რესტორანს ვხსნი და ესეც, რომ კიდევ დავკეტო და გავაღო, არ იქნება კარგი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩემ მოსზრებას იზიარებენ ჩემი მეგობარი რესტორატორები.

ორი დღეა საერთო ჩათი გვაქვს, სადაც სულ ვსაუბრობთ და არც ერთი თანამშრომელი არაა უარზე, რომ აიცრას. ძალიან მიხარია, რომ ასეა. სხვანაირად ვერ გადავრჩებით და ამ პანდემიას ვერ დავამარცხებთ.

სხვა გზა თუ არსებობს, კი ბატონო გვითხრან, მაგრამ ის უბრალოდ არ არსებობს“. – ამბობს თაკო დოლაბერიძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში და იქვე ასახელებს იმ დადებით მხარეებს, რასაც სექტორი ვაქცინაციის შემდეგ მიიღებს.

  • „რეტორანი არ დადგება დახურვის წინაშე, მაშინ როდესაც მის თანამშრომელს შეიძლება, ვირუსი დაუდასტურდეს.
  • როდესაც ადამიანი რესტორანში მიდის და ეცოდინება, რომ შეფ-მზარეულიდან დაწყებული, ყველა აცრილია, რასაკვირველია, ეს ნდობას უფრო გაამყარებს.
  • და როცა აცრილები ვიქნებით, გავრცელების თემაც ნაკლები იქნება, თავისთავად.

ეპიდემილოგები სულ ამბობენ, საჭმლიდან გადადის, სუფრაზე დაინფიცირდაო. მე პირადად არავის ვიცნობ, სადაც რეგულაცია დაცული იყო და იქ გადადება მოხდა. ასეთ შემთხევაზე მე არ მსმენია.

ვერც იმას ვიტყი, რომ ეს წელი ფაქტობრივად რესტორანში გავატარ- მეთქი, ფაქტობრივად უმუშევრები ვიყავით. ერთი წელია დახურულები ვართ და მე თავად სულ ორჯერ ვიყავი, რაც რეგულაციები მოიხსნა. მგონია, რომ ვაქცინაცია ყველას რესტორანში მომუშავეს დაგვიცავს.

გარდა ამისა აუცილებელია, ის რეგულაციები დავიცვათ, რაც არის პანდემიისას დაწესდა. უბრალოდ ვერ გავიგე შაბათ-კვირის რეგულაცია რას ემსახურება.

თუ ორშაბათიდან პარასკევამდე აცრილი, ყველა რეგულაციადაცული უნდა ვიყო და ვიმუშაო, შაბათ-კვირის აკრძალვა რატომაა საჭირო, ვერ ვხვდები. ეს კითხვა ბევრჯერ დავსვი, მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა. მაგრამ ის, რომ უნდა ავიცრათ, ეს ორჯერ ორი ოთხია“. – ამბობს დოლაბერიძე.

თაკო ასევე განმარტავს, რომ ვაქცინა ცხოვრებაში არასდროს გაუკეთებია.

„პირადად მე ჩემს ცხოვრებაში არანაირი აცრა არ გამიკეთებია. თუმცა ყოველ წელს ვემზადები, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ავიცრა და მერე  რაღაცნაირად არ ვიცი რატომ, თავს ვიკავებ-ხოლმე. არ ვარ ანტივაქსერი, მაგრამ არ ვიცრებოდი, მაგრამ ახლა დღეებს ვითვლი, ერთი სული მაქვს ორშაბათი როდის გათენდება, რომ ავიცრა.

მე პირადად არაფერს ვითხოვ გარდა იმისა, რომ ყველა აგვცრან, რომ სექტორმა იმუშაოს და სექტორი არ მოკვდეს. ახლა ფაქტობრივად მკვდარია და ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს ყველაფერი თავიდან რომ დავიწყეთ, თავიდან ვისწავლეთ და მოვინომეთ ყველაფერი, ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ და თუ წამალი და ვაქცინა არ იქნება, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ისევ დავიხურებით და ისევ ბევრი შემთხვევა იქნება და ამას ვერ გავექცევით“.- განაცხადა რესტორატორმა სტუმრად ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები