საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება.
სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში ჩაიტარა.
მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.