LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოს დაცული ტერიტორიების მონახულება გაგვიძვირდა

2946
e7623022370b992338d18aa3b2bf4409_XL

დღეიდან საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.

ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“. კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.

ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ბილეთების ამჟამინდელ ღირებულებას:

„მარტვილის კანიონი“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან – 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოელებისთვის – 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.

„პრომეთეს მღვიმე“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან -11.50 ლარამდე გაიზარდა, უცხოელებისთვის – 20-დან 23 ლარამდე.

„სათაფლია“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან- 8 ლარამდე გაიზარდა, უცხოელებისთვის- 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.

„ოკაცეს კანიონი“ – ფასი ადგილობრივებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი 15-დან 17.25 ლარამდე.

ფასების დეტალური ცხრილი შეგიძლია იხილოთ: http://apa.gov.ge/uploads/other/5/5003.pdf

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები