LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

272
2020-12-02t133257z-50699041-rc21fk9cktwy-rtrmadp-3-health-coronavirus-britain-vaccine-1200x800

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.

დღეს ვაქცინაცია დაიწყება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში.

ამ ეტაპზე მზად არის 82 ამცრელი ცენტრი.

კორონავირუსის ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 09:00 საათზე ღია ეთერში აიცრება. ასევე, კორონავირუსზე ერთ-ერთი პირველები აიცრებიან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პირველი მედიკოსი, ლუგარის ცენტრის თანამშრომელი თამარ გიორგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g