LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: გიორგი გახარია

88
1592333694-გიორგი-გახარია-თავისუფალ-ხედვაში1 (2)

პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ ლიდერისა და ყოფილი პრემიერის განცხადებით, იგი დღეს ბიძინა ივანიშვილს არც აქებს და არც აძაგებს და ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

გახარიამ ამის შესახებ „თოქ-შოუების“ წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე „ჭორაობა“ არასწორი ჰგონია.

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და რომელთან ერთადაც, მე ბოლო 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა.

მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, როცა ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, რაიმე კომპლექსი, ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო.

ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. მე მესმის, რამდენ ადამიანს უნდა აქ ჭორაობების მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ადამიანმა თქვა, მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილეო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

mazda magti 5g