LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე დღეს დავრწმუნდი, რომ სასამართლო სისტემაში არის “კლანი” – ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

მე დღეს დავრწმუნდი, რომ სასამართლო სისტემაში არის “კლანი”,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანეზაშვილის ამ განცხადებას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა გარკვეული მოსამართლეების მხრიდან.

“დღეს ჩემი გამოსვლა დაუგეგმავია. ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცხადი იყო თუ რას ეძღვნებოდა დღევანდელი კონფერენცია,მაგრამ გულწრფელად,რომ ვთქვა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ მეგონა ამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა იმისთვის, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა დაუსაბუთებელი კრიტიკა და მოსამართლისთვის შეუფერებელი მოსაზრებები. მე არც ერთი მოსამართლე არასდროს გამიკირტიკებია მისი გადაწყვეტილებების გამო და მიმაჩნია, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამას ხელს უნდა უწყობდეს იუსტიციის საბჭო, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ვხედავ, რომ ყველა ის ადამიანი ვინც აქ იმყოფება, არის ერთ აზრზე. ეს არის ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი, როგორც ერთი მოქალაქის. მიუხედავად ამისა, მაინც მჯეროდა, რომ მოვისმენდი განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ,რომ აქ ვხედავ იგივე ვითარებას, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღეს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მისამართით განცხადება გააკეთა.

„ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე! სამწუხაროა, როცა ყველა მოსამართლეს ტალახს ერთდროულად ესვრით! – კორექტულ ფარგლებში უნდა ვისაუბროთ და საბჭოს წევრები იმიტომ ბრძანდებით, რომ ცოტა ახლოს იყოთ ჩვენთან,- ასე მიმართა მოსამართლე გიორგი მიროტაძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს.

მიროტაძე არამოსამართლე წევრების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემის “კლანის” მიერ მართვას შეეხება. მიროტაძის თქმით, მოსამართლეებისთვის ეს განცხადება შეურაცხმოფელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები