LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

112
9 მაისი

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ამ ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები