LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს წარედგინება

55
parlamenti

დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ამ საკითხთან დაკავშირებით, 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს ხანში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. “ქართულმა ოცნებამ” მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები