ლაშა მარგიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ქალაქი რუსთავი და ის გამონაბოლქვია გადაღებული, რომელიც უკვე ძალიან აწუხებს ქალაქის მაცხოვრებლებს.
ფოტოზე ლაშა მარგიანმა ასეთი კომენტარი დაწერა:
„ეს ჩერნობილის უკანასკნელი კადრი არ გეგონოთ,
ეს რუსთავია, ახლა ამ წუთებში.
ჯოჯოხეთია, სხვა სიტყვა ვერ გამოხატავს იმას, რაც აქ ხდება“.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება შესაბამისი ვიდეოც.
ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს:
„მანდ გავიზარდე და როცა მშობლების სახლში ჩავდივარ, მომენტალურად ვბრუნდები 90-იან წლებში. არაფერი ეშველა ამ ქალაქს, არადა, რამდენიმე კილომეტრშია დედაქალაქიდან. უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა და დაბინძურებული ჰაერი, უვარგისი წყალი 🙁 რა სწორად აღნიშნე ლაშა, ჩერნობილს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისის მეზობელ ქალაქს“.