ნუ გასცემთ დაპირებებს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება. არ ღირს პირად ცხოვრებაზე საუბარი, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიეკთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, ბინის ან სამსახურის შესაცვლელად, გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სუნთქვითი ვარჯიშებისა და წყლის პროცედურებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისათვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ თხის რქას და თევზებს.

 

მსგავსი თემები