მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 22:27-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ნუ ჩაყობთ ცხვირ სხვის საქმეში, რადგან ამგვარი აქტიურობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ტანსაცმლის შესაკერად და შესაძენად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ტკბილეული და ხორციანი კერძები. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აგატი და ქრიზოპრაზი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი, სასწორი და მშვილდოსანი.

მსგავსი თემები