LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 დეკემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

549
mikheil cagareli

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია მოტყუების და საკუთარ ილუზიებს აყოლის ალბათობა. მაქსიმალურად შეამცირეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, არ ღირს ახალი კონტაქტების გაბმა და ფინანსური პრობლემების მოგვარება,

პარტნიორებზე ზეწოლა და საკუთარი იდეების თავსმოხვევა. აკონტროლეთ ემოციები და მოჭარბებული ვნებები, რადგან ცდუნებას აყოლილი ბევრად მეტს დაკარგავთ, ვიდრე მიიღებთ.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ზღვის და რძის პროდუქტით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფეხზე დიდხანს დგომას, გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემას და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სხვებზე შეუძლოდ იგრძნობენ თავს ტყუპები, მშვილდოსანი და თხის რქა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, იისეფრი და ფირუზისფერი, ასევე გიშერი, საფირონი, ლაზურიტი, სერდოლიკი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g