ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რადგან მზისა და მთვარის ენერგიები თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში შეერთდებიან. მოიმატებს ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – არ ღირს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, ახალი კავშირების დამყარება და ახალი საქმის დაწყება, შემოიფარგლეთ მხოლოდ გეგმების დასახვით.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. ამოიღეთ კვების რაციონიდან თხილი, ციტრუსი და სხვა ალერგიული პროდუქტი. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხელამს, ძვლებს, სახსრებს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, გიშერი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და სასწორს.

მსგავსი თემები