LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ტრაპაიძე: მთელი 9 წელი გვამადლიან, თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ არცერთ თარიღზე საუბრის

251
დსგწ

მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და მედიის სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს, კანცელარიისკენ ინაცვლებენ.

მანმდე იყო სიტყვით გამოსვლები საკანონმდებლო ორგანოს წინ. პარლამენტის შენობასთან მდგომ სხვა ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს მთავრობისა და პრემიერის გადადგომა მოითხოვა დიანა ტრაპაიძემ.

“დღეს ამ ხელისუფლების მოქმედებითაც და უმოქმედობითაც მეტირება მთელი დღეა. ამ ქვეყნიდან წავიდა დღლილი, მშრომელი, ნაცემი, ნაგვემი, გულნატკენი ბიჭი.

მთელი 9 წელი გვამადლიან, გვაყვედრიან და სპეკულირებას ეწევიან წინა 9 წლის თარიღებით, რომელიც მათ არ გადაუტანიათ და მე, იმ წინა 9 წელს დაზარალებული ადამიანი, დღეს ვამბობ, თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ არცერთ თარიღზე საუბრის. დაკარგეთ ყველანაირი მორალური უფლება. არც გქონდათ, სხვათა შორის. სულ სპეკულირებდით იმ თარიღებით, რომელიც ჩვენი ზურგით გადავიტანეთ და მართლა როგორ მოახერხეთ, რომ სცენაზე ვდგავარ და აი, ამ ბანერის წინ ვარ და მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ამას ვამბობ. ყოჩაღ ამისთვის”, – თქვა დიანა ტრაპაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები