LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება

69
britan

ინგლისში, დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 

გამომცემლობის ინფორმაციით, პროგრამა ძირითადად სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ თვლიან, რომ მათი სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.

12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება.

ამ ასაკობრივ ჯგუფს შოტლანდიაში შეეძლებათ კლინიკებში წასვლა, ან დაელოდონ სპეციალურ მესიჯს, რომელიც შესთავაზებს მათ ვაქცინაციის დანიშვნას.

ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ამ ასაკის მოზარდებს ვაქცინაციას ოქტომბრიდან შესთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები