LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

181
Untitled design

22 დეკემბერს, დიდ დიღომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ნაცნობს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები