LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი დანაკარგია პროფესიონალი მებრძოლი.. ირპენი, ჰოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით – დიდება შენ ძმაო“ – ნადიმ ხმალაძე

281
დათო ქუჩუკიანი და ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში დაღუპული მეომრის დათო ქუჩუკიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, ჰოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში. პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი.

ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის. გასკდა გული ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან.

დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს.“ – წერს ნადიმ ხმალაძე Facebook-ზე.