LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი იმედია, რომ ის ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის მომდევნო ჰორიზონტებსაც გამოაჩენს: სარჯველაძე ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს აფასებს

66
FORTUNA.GE- (2)

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია და შესაძლებლობა ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი გახლავთ და დიდი იმედია, რომ ის ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის მომდევნო ჰორიზონტებსაც გამოაჩენს.” – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფოა:

“ველით, რომ ახალი პერსპექტივები გაჩნდება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით. ეს მთავარი საკითხია, რომელსაც მთლიანად ეთმობა ვიზიტი და რომელთან დაკავშირებითაც შეხვედრები იმართება.” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

უმრავლესობის წევრი ასევე აცხადებს, რომ ოპოზიცია გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს, თუმცა ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და არ ფქრობს, რომ ის შესაძლებელია ინტერპრეტაციების საფუძველი გახდეს:

“კრიზისის პერიოდს, როგორც ამას ოპოზიცია უწოდებს, დაემთხვა ამ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტი. გასაგებია, რომ ოპოზიცია გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს. თუმცა ამის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტია და არ მგონია, ინტერპრეტაციების საფუძველი გაჩნდეს. ოპოზიციისთვის ყველაზე მწვავე საკითხი შეიძლება იყოს, რომ რამენაირად არგუმენტების არ ქონის პირობებში სადმე რამე შეძლონ. მაგრამ ოპოზიცია ამ თემებზე ისაუბრებს, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალ პერსპექტივებზე.” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში იმყოფება.

მიშელმა ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ის ხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა: სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები