LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდხანს იფიქრა, ბოლოს დოკუმენტს ხელი მოაწერა, შევთანხმდით, რომ რუსი ბალერინაა: ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი

446
ნინო 4545

ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი ვლადიმირ კეხმანი რუსულ მედიასთან განმარტავს, რატომ მიიღო ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი შეთანხმების დარღვევა და ინტერვიუს მიცემა გახდა.

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა

როგოც სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნავს, არსებობს გარკვეული ტრადიცია და შეთანხმება – და როგორც თეატრში მომუშავე ადამიანს, უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნები.

“ნინომ შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა. მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ… მაგრამ მისი  ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიაა“, – აცხადებს კეხმანი.

ის ანანიაშვილს სიცრუეშიც ადანაშაულებს.

„ნინო ანანიაშვილმა სხვა რამე დაასახელა მოტივაციად, რატომ მოდიოდა ჩვენთან და არა ის, რაზეც მოვილაპარაკეთ. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: პატარა ტყუილი დიდ ტყუილს იწვევს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, გაგრძელება არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, შემდეგ კი – პროფესიონალური“,- ამბობს ვლადიმირ კეხმანი. 

კეხმანი ანანიაშვილთან გაცნობის ისტორიას იხსენებს.

“თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა გამაცნო. თებერვალში სპეციალურად ერთად ჩავფრინდით თბილისში მისი გაცნობის მიზნით. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ ის რუსი ბალერინაა. ეს ჩემთვის პრინციპული მომენტია. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი შარშან დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და საბოლოოდ, ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ მასთან არ გაგვიფორმებია ისეთი დოკუმენტი, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე. შემოქმედებით ადამიანებთან გაწერილია, რომ  ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა – მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა. ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა. ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემულობაა“. – განაცხადა კეხმანმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.

“ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, ცოლი ნოვოსიბირსკში მიდის” – ანანიაშვილის ოჯახს მეგობრებიც აკრიტიკებენ

ვიდეო: ჟურნალისტმა ნინო ანანიაშვილის პუანტები ნაგავში გადაყარა:”ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი”