ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ შეწყვიტა, – გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას თავად თეატრი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს და ადრე დადებული შეთანხმება შეწყვეტილია.

„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმირ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ადრე დადებული ხელშეკრულება შეწყდა“. – ვკითხულობთ  თეატრის მიერ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნინო ანანიაშვილმა მედიას დაუდასტურა, რომ ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელი იქნებოდა.

თეატრის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

უცებ საუბარი შეწყვიტა და ატირდა: მთელი ცხოვრება დედა მენატრებაო – ჟურნალისტი ანანიაშვილის ცხოვრებაზე წერს

9 იანვარს თეატრმა კონტრაქტი დროებით შეაჩერა. გადაწყვიტა, რომ საკითხი სამხატვრო ხელმძღვანელისა და ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილიყო.

ცნობისთვის, თბილისში ანანიაშვილის გადაწყვეტილებამ ნოვოსიბისკის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე დათანხმებულიყო, კრიტიკა დაიმსახურა.

“ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, ცოლი ნოვოსიბირსკში მიდის” – ანანიაშვილის ოჯახს მეგობრებიც აკრიტიკებენ

ვიდეო: ჟურნალისტმა ნინო ანანიაშვილის პუანტები ნაგავში გადაყარა:”ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი”

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები