LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჟურნალისტმა ნინო ანანიაშვილის პუანტები ნაგავში გადაყარა:”ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი”

4070
BeFunky-collage (2)

ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ვნა ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში განხილვის საკითხია. გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.

“ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, ცოლი ნოვოსიბირსკში მიდის” – ანანიაშვილის ოჯახს მეგობრებიც აკრიტიკებენ

“მთა­ვა­რი არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტმა” მა­ი­კო ლო­მი­ძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ აუქ­ცი­ონ­ზე შე­ძე­ნილ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის პუ­ან­ტებს ნა­გავ­ში ყრის.

“რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998წ უცეკვია.

ერთი ბიჭი გამომყვა კაი ხანს ვაჭრობაში, მაგრამ არ დავუთმე და ყველაზე ძვირფასი ლოტი მე დამრჩა. მას შემდეგ კარადაში ვინახავდი, მათ გამოსაფენად შესაბამისი თარო, ნიშა, დისპლეი აქამდე ვერ მოვიფიქრე.

ახლა მივხვდი, სადაა მათი ადგილი

ო, როგორ დამენანა!

პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული.

რუსეთი ოკუპანტია!

ყველა კოლაბორაციონისტი – ნონ გრატა!

ხოლო ზოგიერთი – PRIMA NON GRATAE!” – წერს ჟურნალისტი.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა:

დავით ერაძე: სიუჟეტივით პოსტია მაიკო… ალალი და გულდაწყვეტილი

თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი: ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­ნა­ჩე­ნი ადა­მი­ან­მა ალ­ბათ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უ­ტა­ნოს. რა სამ­წუ­ხა­რო სა­ნა­ხა­ვია, ნა­გავ­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ბრი­ლი­ან­ტი

ნა­თია გოგ­სა­ძე: უმ­ძი­მე­სი გა­ნა­ჩე­ნია მის­თვის, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა

მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე: რა ძნე­ლი ყო­ფი­ლა ამ პოს­ტის ” და­ლა­ი­ქე­ბა”, რა სამ­წუ­ხა­როა, და­ჯე­რე­ბაც მი­ჭირს.მერე ალ­ბათ იტყვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­მი­გე­სო,ჩემ­მა ხალ­ხმა ზურ­გი მაქ­ცი­აო. არა­და სულ პი­რი­ქით.

ნიკა გვარამია: გინახავთ ასეთი კინო?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები