ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დაჭრის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფრომაციითვე, ერთი პირი უკვე დაკავებულია. რაც შეეხება დაჭრის მიზეზს, ის ჯერჯერობით უცნობია.
დამატებით ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.