LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, მერვე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

542
gadmovarda

თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.

შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეტა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები