LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციურად მუშაობთ? – ლამაზ იტალიურ ქალაქებში გადასვლისათვის ფულს გადაგიხდიან

135
187569045-477407936813932-2601307358899247082-n

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში აქტიურად დაიწყო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ, გადადგან ორიგინალური ნაბიჯები ტურიზმის წასახალისებლად.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალია ვიზიტორების მოსაზიდად ულამაზეს კუნძულ მადეირაზე სოფელს აშენებს, სადაც დისტანციურად მომუშავე ადამიანებს ჩასვლა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეეძლებათ.

ახლა კი იტალიამაც გადაწყვიტა მოგზაურები წაახალისოს. ორი იტალიური ქალაქის, რიეტის და სანტა ფიორას მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც ამ ქალაქებში სახლებს იქირავებს, ქირის 50%-ს გადაუხდის.

რიეტი რომის მახლობლად, ლაციოს რეგიონში მდებარეობს, ხოლო სანტა ფიორა ულამაზეს ტოსკანაში. ორივე დასახლება ახალგაზრდების სიმცირეს უჩივის, ამიტომ გადაწყვიტეს მიიღონ სტუმრები, რომლებიც შეძლებენ იქ ცხოვრებისას რენესანსის პერიოდის პიაცებით, შუასაუკუნეების შენობებით, ბაროკოს სტილის სასახლეების და ულამაზესი ბუნების ხილვით დატკბნენ.

იმისათვის, რათა სამთავრობო ინიციატივით სარგებლობა შეძლოთ, ქალაქის მერს უნდა დაუმტკიცოთ, რომ დისტანციურად დასაქმებული ხართ და ქალაქში დარჩენას ორ თვეზე დიდხანს გეგმავთ.

ქირის საშუალო ღირებულება სანტა ფიორაში 300-500 ევროს შეადგენს, რაც შეეხება რომის სიახლოვეს მდებარე რიეტის, რომლის მოსახლეობაც 50 000 ადამიანს აღწევს, აქ ბინის ქირის ფასი  250 – 500 ევროს ფარგლებში მერყეობს. ღირებულების ნახევარს ქალაქების მერიები  ფარავენ, თუმცა რიეტიში დასახლების მსურველმა  წინასწარ უნდა გადაიხადოს მინიმუმ 6 თვის ქირა.

სანტა ფიორას მერის, ფედერიკო ბალოჩის თქმით, ეს ინიციატივა არა მხოლოდ ქვეყანაში უცხოელების მოზიდვას, არამედ ისეთი ადამიანების პოვნას ემსახურება, ვინც საბოლოოდ სანტა ფიორაში დასახლებას გადაწყვეტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები