LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციური მუშაობა გამიგია, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა „ნაციონალების“ ნოუჰაუა – თურნავა

127
BeFunky-collage (9)

ეკონომიკის მინისტრს საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს. ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ  მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ანეგდოტს ემსგავსება.

„ჩვენი დროის კურიოზი“: სააკაშვილი საკანში თუ პრემიერის სავარძელში? – პირველობაზე მეოცნებეთა რიცხვი გაიზარდა

„ჩამოვა, არ ჩამოვა – ახლა იმასაც გეტყვით ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიის დროს, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე, გამიგია დისტანციურო მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა, პირდაპირ გეტყვით, ეს რაღაცა „ნაციონალების“ ნოუჰაუა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ჩანს, პოლიტიკურ უხერხულობას ვერ გრძნობს.

“ნაციონალური მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ” ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.

ოპოზიციამ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

რატომ უნდა ყველას პრემიერობა: ვის აქვს შანსი გახდეს ქვეყნის პირველი პირი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g