LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციამ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

126
A789C1AC-D8A2-4C18-87B7-35970FE2031E-w1023-r1-s

ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს.

ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა პარტია შეთანხმდა, რომ „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. სააკაშვილის რესურსი საქართველოში უნდა იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკაშირებით ვრცლად ისაუბრებს.

“ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით” – სააკაშვილი

საქართველოს მოქმედმა პრემიერმა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა. „მობრძანდეს, მობრძანდეს“, –  ღიმილით აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გახარია სააკაშვილზე: მობრძანდეს… მობრძანდეს

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემდეგ პატიმრობა ელოდება.

https://www.facebook.com/powerisinunity/videos/947801952373162/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები