LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

pjimage

ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს ბუდაპეშტიდან თბილისში ხვალ საღამოს 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება, კვირას კი ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ. მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.  გავრცელებული ინფრმაციით, ფატალური შედეგი თრომბმა გამოიწვია. 

TV პირველში ჯაკოს სამძიმრის წიგნი გახსნეს [ფოტო]

კომპანია კოლეგების და მეგობრების სახელით თანაგრძნობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.

ჯაკოს გარდაცვალების გამო TV პირველში სამძიმრის წიგნია გახსნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები