უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსი.
ამის შესახებ დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
“ჩემი პასუხი არის, დიახ. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ფრონტზე, ჩვენ ვხედავთ რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება იმუშაოს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება დიპლომატიური ნაბიჯების სერია.
“ყველა მცირე შესაძლებლობას, რომ რუსეთი დიპლომატიის სივრცეში შევინარჩუნოთ, გამოვიყენებთ. ჩვენი პარტნიორები ამაში დაგვეხმარებიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვემზადოთ რაიმე სცენარისთვის”, – განაცხადა კულებამ.