LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის მვკლელობის საქმე გახსნილია – შსს-ს განცხადება

586
пппп

შსს-მ “მხედრიონის” ყოფილი წევრის და პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის მკვლელობის საქმე გახსნა. ამის შესახებ შსს-ში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 45 წლის ზ.მ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა შეკვეთილია

დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა შეკვეთილია.დაზარალებული არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების ვერსიებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს და რომ მათი საერთო მიზანია დამნაშავის დასჯა.  ამის შესახებ გუგეშაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის […]

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ (ნოდო) გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს – გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები