LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა

88
უკრაინა

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზების გაზრდა და დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავება – ის მიზეზებია, რის გამოც უკრაინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა.

როგორც გაეროში უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, უკრაინა აფასებს გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერას და დარწმუნებულია, რომ რუსეთზე ზეწოლის განხორციელება სამხედრო დაძაბულობას შეაჩერებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ვაცნობეთ დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების გაძლიერების შესახებ. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი მოქმედება და რუსეთზე ზეწოლის განხორციელება შეაჩერებს სამხედრო დაძაბულობას“, – წერია გაეროში უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g