LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიასპორის წარმომადგენლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხი უნდა გამარტივდეს – არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად უნდა შეძლონ: პრეზიდენტი

241
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფორუმზე „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი.” – აღნიშნავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მილიონობით ქართველი იმყოფება, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ათასობით ადამიანი ახერხებს, რაც მისი შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი დიასპორა არის ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიოში, ამისთვის ერთი რამ არის საჭირო, ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და უნდა გაძლიერდეს. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან ბევრი რამ.

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი უნდა გამარტივდეს და მნიშვნელოვანია, რაც შეფერხებები არსებობს, შემცირდეს…

ქვეყნის ინტერესია, რომ დიასპორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ, რომ ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ ამის მიღწევა, თავისი შვილებისთვის შეძლონ ადვილად. მეორე, რაც საჭიროა, რომ იყოს ეს კავშირი ცოცხალი, აუცილებელია მათი ჩართულობა პოლიტიკაში. ამას სჭირდება ერთი რამ, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში…

სანამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი.

დღეს, არსებობს არჩევნებში მონაწილეობის მიღების ელექტრონული საშუალებები ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოვცადეთ ბოლო არჩევნებზე და ალბათ, დროა გადავიდეთ ამ საშუალებების გამოყენებაზე, რომ მივცეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს საშუალება უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამით არ არის აუცილებელი, რომ გაიხსნას უამრავი საარჩევნო კომისია, თავისი ყველა პრობლემით. თან როცა არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყანაში დედაქალაქთან, ალბათ, უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ. ეს ალბათ, პოლარიზაციასაც ცოტა ქვევით დაწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული [ქვეყნის ცხოვრებაში]“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე, პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოვიდა , რომ დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

“ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზის გამო. მე ვიცი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუწიათ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა, დროებით დატოვება ჩვენი სამშობლოსი, მაგრამ მე და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული მათგანის გული არის სამშობლოსთან. წარმოუდგენელია, ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ.” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში.

“ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური“, – აღნიშნა პრემიერმა.

“რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები, და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და რატი ბრეგაძის ინიციატივით, ეს ტარიფებიც გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები