LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა” – რა ვერსიაზე მუშაობს რუსეთის „ეფ-ეს-ბე“

260
DARIA DUGINA VERSIA

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნატალია ვოვკი რუსეთში მიმდინარე წლის 22 ივლისს ჩავიდა მის შვილთან სოფია შაბანთან ერთად და ქირით ცხოვრობდნენ დარია დუგინას მეზობლად.

მათი მტკიცებით, უკრაინელი ქალი დარია დუგინას ცხოვრების წესს ეცნობოდა.

„მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე „ტრადიცია“, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. 21 აგვისტოს, Toyota Land Cruiser Prado მარკის ავტომანქანის აფეთქების შემდეგ, რომელსაც მართავდა დუგინავოვკი და მისი ქალიშვილი ფსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში გადავიდნენ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

„უკრაინა არაფერ შუაშია…ჩვენ არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“ – მიხაილო პოდოლიაკი დარია დუგინას აფეთქებასთან კიევის კავშირს უარყოფ

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g