LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმილის დარღვევის დროც…ISIS-ის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას – სოსო გოგაშვილი

235
6d4f9be9bbf8e6f07458f60414b62a53-XL

“წინაა სტრასბურგი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც იზეიმებს სიმართლე,რადგან ტერორისტი მსოფლიოს პრობლემაა და არა მარტო საქართველოსი.სიმართლე კი ერთია,”- ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტას.

გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS-ის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას.

“ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების, რომელიც გამაჩნია, რომელიც არსებობს, თარგმნას და მომზადებას ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებზე გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით, სტრასბურგით და აშ დამთავრებული. რადგან ყველამ გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ isis ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს “ მთავარი” ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია - აცხადებს პროკურატურა.

ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო,რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას მე ყველას დავუგზავნი და გავაგებინებ. ასევე იგეგმება საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული კონფერენციებს მოწყობა, უცხოელ ანალიტიკოსებთან ერთად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ასევე ევროპასა და ამერიკაში,სადაც გავაკეთებ პრეზენტაციებს და დავდებ ფაქტებს ნაცმოძრაობოს და isis-ის წევრი ტერორისტების ალიანსზე”- წერს გოგაშვილი.

https://www.facebook.com/soso.gogashvili.58/posts/185272729343682

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

პროკურატურის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ცუდად გახდა და წაიქცა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები