LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ცუდად გახდა და წაიქცა (ვიდეო)

282
tttt

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი პროკურატურის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში მაჩალიკაშვილების ოჯახში სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები იმყოფებიან.

“მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩემს ოჯახს ტერორიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა. ალალ-მართალი ბავშვი იყო, ასე გაზარდეს მშობლებმა. საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს კადრულობენ. მეზობლები არც დაკითხეს, თემირლანს არ ჰქონდა ხელყუმბარა”, – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია.

“მასალა ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრის კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან” – პროკურატურის გადაწყვეტილების შეფასებები

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა – საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

შეგახსენებთ, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმზე გამოძიება შეწყვიტა. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი კავშირში იყო ტერორისტებთან, მას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლეს და მისი სახლიდან ხელყუმბარა ამოიღეს. ეს ინფორმაცია მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისთვის.

“მე ამას ველოდი… ეს ყველაფერი არის აბსურდი” – მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები