LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი ქართველია უკვე უკრაინაში, არის მომენტი, როცა საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველი უფრო მეტია ჩემს ქალაქში, ვიდრე უკრაინელიო…“

148
aleksandre

შეფმზარეულმა ალექსანდრე ბაინდურაშვილმა, რომელიც კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა, უკრაინის დედაქალაქი რამდენიმე დღის წინ დატოვა. მან სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩემს თანამშრომელს ველაპარაკე, ომის დაწყების დღიდან იარაღი აიღო და თავის ქალაქს იცავს. ძალიან მაგარი ბიჭია, ყველაზე მეტი მადლობა და ნაკლები შენიშვნა რომ ჰქონდა ჩემგან.

შეფ, ძალიან ბევრი ქართველია უკვე უკრაინაშიო, არის მომენტი, როცა საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველი უფრო მეტია ჩემს ქალაქში, ვიდრე უკრაინელიო. მართლა რა მაგრები ყოფილხართო (ჩვენ იმათი გვიკვირს და ზოგიერთს იმათ – ჩვენი), ძალიან ძალას გვაძლევენო, პროფესიონალი მებრძოლები არიანო, ზოგისთვის უკვე მესამე ომია ჩვენი ომიო…

ერთმა მითხრა, საქართველოსთვის ვიბრძვი ჯერ და მერე უკრაინისთვისო!

როცა მოვახერხებ და შესაფერისი დრო იქნება, უნდა დავრეკო და დაგალაპარაკოო!

ძალიან ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის!“