LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს“ – ხაბეიშვილი შტატებში ვიზიტზე

133
ხაბეიშვილი

„ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს“, – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და შტატებში, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს აჯამებს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, იგი დარწმუნებულია, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველი ხალხის ჩართულობით და მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

„40 წლის წინ, რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა დააფუძნეს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი IDU – კონსერვატიული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების გლობალური გაერთიანება.

„მაიკ პენსთან შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო“ – ლევან ხაბეიშვილი 

ხაბეიშვილის განცხადებით, შტატებში ვიზიტის ფარგლებში, თანაგუნდელებთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდა ამერიკის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვედროდა და  საქართველოზე ესაუბრა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმზე, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს უსაფრთხოება, საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ავტორიტარიზმების დასრულების მნიშვნელობა – მთავარი მიზანი დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული, კონსერვატიული პარტიების გაძლიერება, მხარდაჭერაა ამ საკითხების მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად.

ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები გაგვეზიარებინა ამერიკელი სენატორებისთვის, კონგრესმენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტისთვის, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორისთვის და IDU პრეზიდენტისთვის.

ასევე, გვქონდა შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპიდან პარტნიორი პარტიების ლიდერებთან გვქონოდა საქმიანი კომუნიკაცია.

ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს.“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g