LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ცუდად და უარყოფითად ვაფასებ ვაქცინაციის პროცესს…ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვაქცინა არ გვაქვს: ვატო სურგულაძე

139
ვატო-სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს უარყოფითად აფასებს. აღნიშნული განცხადება მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა. მისივე განმარტებით, საქართველოში არ არის ვაქცინის ნორმალური რაოდენობა და თუ ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპით წარიმართება, მოსახლეობის 60% ალბათ 2032 წელს იქნება აცრილი.

ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობა უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვაქცინის გაკეთება უნდა.

„ძალიან ცუდად და უარყოფითად ვაფასებ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს. ეს არის იმდენად ნელი და სამარცხვინო ტემპი, რომ ასე იმუნიზაციის 60%-იან მაჩვენებელს გავალთ ალბათ 2032 წელს, როგორც იწინასწარმეტყველა ჟურნალმა „ეკონომისტმა“.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ის ვაქცინა არ გვაქვს, რომლითაც ადამიანს უნდა, რომ აიცრას. ასტრაზენეკას პრობლემაც გვაქვს ახლა. კარგია, რომ შემოვიდა ჩინური ვაქცინა, მაგრამ ის არის 50 ათას ადამიანზე გათვლილი.

თუ ჩვენ გვჭირდება, რომ გავიდეთ 60%-იან მაჩვენებელზე, 2 200 000 ადამიანის აცრა გვჭირდება. დაიწყო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, გასულია თვე-ნახევარი და იმ რაოდენობის ადამიანები არ არიან აცრილი, რამდენიც უნდა იყვნენ.

საჭიროა ვაქცინებზე ზრუნვა, ვაქცინების ჩამოტანა, ვაქცინების ფართო სპექტრი უნდა იყოს წარმოდგენილი, ფაიზერიც, ასტრაზენეკაც, ნოვავაქსი ჯერ არ არის მიღებული, მოდერნას საშუალება თუ გვექნება, ჩინურ ვაქციენბზე არ ვიძახით უარს. აქტიური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, არამარტო ვიდეორგოლების გაშვებაა საჭირო, არამედ მოსახლეობასთან, ექიმებთან და სოფლად ოჯახის ექიმებთან აქტიური მუშაობაა საჭირო.

ანტივაქსერული განწყობა საქართველოში უფრო დიდია, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვაქცინის გაკეთება უნდა, რომელსაც ვერ იკეთებს ხალხი იმიტომ, რომ ვაქცინა არ არის“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g