LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან დავიძაბე, რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო…ყველაზე დიდი სტრესი ის იყო, რომ თმა მცვიოდა” – გიორგი მახარაძე

1523
giorgi

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს, დაავადებასა და მის დამარცხებაზე “ფარულ კონვერტში”  საუბრობს.

მსახიობი ყვება, როგორ გაიგო პირველად სიმსივნური კვანძების შესახებ.

სრულიად შემთხვევით მივაგენი ჩემს სხეულში ამ დაავადებას. ექიმთან, რომ მივედი და მაგ ვარიანტზე წავიდა ლაპარაკი ძალიან დავიძაბე, რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო. შემდეგ იყო ოპერაცია, მაგრამ მაგის მერე ისე ვიყავი, რომ ვგრძნობდი ეს ყველაფერი დასრულდებოდა. ძალიან მედგა მთელი საქართველო გვერდში, ეს თვისება კარგი გვაქვს ერთმანეთს გვერდში, რომ ვუდგავართ“, – აღნიშნა გიორგი მახარაძემ.

ის მკურნალობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი სტრესი თმის ცვენა იყო.

„მაინტერესებდა თმა დამცვივდებოდა თუ არა. ყველაზე დიდი სტრესი ის იყო, რომ თმა მცვიოდა. მოულოდნელი იყო. ბაკურიანში ვიყავი, სახეზე ხელი მოვისვი და წვერიდან თმა მცვიოდა“, – ამბობს მსახიობი. 

გიორგი მახარაძემ დაავადებას სძლია და ახლა სრულიად ჯანმრთელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები