LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ემოციური იყო, ამას არ დავივიწყებ – რა ნახა ნატოს წარმომადგენელმა საოკუპაციო ხაზთან

209
მედლინი (1)

ემოციური ვიზიტი საქართველოში და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხვალინდელი გამოსვლა სხდომაზე – მედლინ მუნი აცხადებს, რომ საქართველომ მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

მისი თქმით, ხურვალეთში მიღებული ემოციები ძალიან შთამბეჭდავი იყო. 

ეს ძალიან გვაწუხებს და ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ პრობლემის გადასაჭრელად – ელჩები გუგუტიანთკარში

რუსეთისგან საოკუპაციო ჯარების გაყვანას ითხოვს უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი.

ეს იყო ძალიან ნამდვილი და ძალიან ძლიერი ემოცია. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ნანახს, ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეალობას და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ხედავ.

განსაკუთრებით მოხუცი კაცის, რომელიც სასაზღვრო ღობეებს მიღმა, ხაფანგში იყო მოქცეული და თავად და მეზობლების დახმარებით უვლიდა ცოლს. და ეს ყველაფერი ყოველ მიზეზ გარეშე,

აქ საერთოდ სად არის ადამიანობა?ძალიან ემოციური ვიზიტი იყო. როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ“, – განუცხადა პირველ არხს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ის ხვალ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სესიაში მონაწილეობას მიიღებს და სხდომაზე სიტყვით გამოვა.

შეგახსენებთ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები