სოლიდური ასაკის მიუხედავად (25 აპრილს მსახიობმა 51 წელი აღნიშნა), რენე ზელვეგერი მაინც არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც პირველ რიგში მისი სტილისტის პეტრა ფლანერის დამსახურებაა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • ძალიან მიყვარს ლამაზი სამოსი. ყოველთვის ახალ კაბაში ავღნიშნავ ბედნიერ მომენტებს, ამიტომ ერთი მეორეს გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
  • ლეგენდარულ ან უბრალოდ გამბედავ ხალხზე საუბრისას ჩვენც მათთან ვერთიანდებით, რადგან სწორედ ისინი გვასწავლიან საკუთარ თავში საუკეთესოს ძებნას.
  • ძალიან გამიმართლა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც ზოგჯერ აზრიც აქვს და ნამდვილად ღირს იმ ფასად, რასაც საჯარო ადამიანები იხდიან.
  • თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანები საკუთარი ცხოვრების პიკანტურ წვრილმანებს პოპულარობაზე ცვლიან, ისინი, ვინც პირად ცხოვრებას უფრთხილდება, საეჭვოდ და ფარისევლად გამოიყურება.
  • არ ღირს უკვე წარმატებული, პოპულარული შედევრების მსგავსი ფილმების გადაღება, ადამიანები ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე პროდიუსერებს ჰგონიათ და ყოველთვის ახლის, არასტანდარტული ნამუშევრების ნახვა უნდათ.
  • სამწუხაროდ, ქალის ფასი ნებისმიერ ეპოქაში მისი გარეგნობით განისაზღვრებოდა.
  • ადრე ვალდებულად ვთვლიდი თავს ნებისმიერი შეთავაზება მიმეღო. მერე მივხვდი როლებს გამოკიდებულმა ახლობლების რამდენი დაბადების დღე, სხვა დღესასწაული გამოვტოვე და ცოტა ხანს საკუთარი თავისთვის გადავწყვიტე ცხოვრება.
  • ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია სოციალური ქსელი და საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობენ ადამიანები ჩემზე ან სხვებზე.
  • ძალიან მიყვარს ,,ბრიჯიტ ჯონსი”, რადგან ყოველთვის ახერხებს ჩემს გამხიარულებას. იმედი მაქვს სხვებიც იზიარებენ ჩემს სიმპათიას, რადგან სინამდვილეში სწორედ ასეთი პერსონაჟები ცოცხლობენ მარადიულად.
  • არ მიყვარს, როცა ადამიანები ერთმანეთის სამოსს აფასებენ, რადგან ერთისთვის მიუღებელ კაბაში, მეორე შეიძლება დედოფლად გრძნობს თავს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05