LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მტკივნეულადაც ნუ აღვიქვამთ ამ ნაბიჯს, გუნდი არ განიცდის კადრების დეფიციტს: გურამ მაჭარაშვილი

107
გურამ მაჭარაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს კარგი გამოცდილება როგორც მინისტრობის, ასევე პრემიერ-მინისტრობის, ამიტომ ძალიან მარტივად დავამტკიცეთ მისი კანდიდატურა, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად განაცხადა.

მისი თქმით, გუნდი არ განიცდის დეფიციტს, აქვს კადრების რესურსი როგორც პრემიერ-მინისტრობის, ასევე სხვა თანამდებობებზე დანიშნოს კადრები.

„ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა ძალიან მარტივად დავამტკიცეთ გამომდინარე იქიდან, რომ ის არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მას აქვს კარგი გამოცდილება როგორც პრემიერ-მინისტრობის, ასევე მინისტრობის. აქვს ქარიზმა, ის „ქართული ოცნების“ წიაღიდანაა და დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მან განმარტა, რომ გიორგი გახარიას განსხვავებული გადაწყვეტილება ჰქონდა ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების  ვადებთან დაკავშირებით და არა იმასთან დაკავშირებით, ნიკა მელია იმსახურებდა თუ არა პატიმრობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტად მიიღოს“ .-  აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, გახარიას გადაწყვეტილება დროში სწორად არ იყო მიღებული, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნებას იმის პრობლემა, რომ გააგრძელოს ის ძირითადი ხაზი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში მიყვება.

კითხვაზე, იქნება თუ არა გახარიას წასვლა გუნდისთვის დანაკლისი, „ოცნების“ დეპუტატი პასუხობს:

„ეს ჩვეულებივი ბუნებრივი პროცესია, რომელიც ყველგან და მათ შორის ქართულ პოლიტიკაშიც შეიძლება მოხდეს. ასე რომ ძალიან მტკივნეულადაც არ უნდა აღვიქვათ ეს ნაბიჯები. „ქართულ ოცნებასა“ და ქართულ პოლიტიკას ნამდვილად არ ექნება იმის პრობლემა, რომ გააგრძელოს ის ძირითადი ხაზი, რაც მას აღებული აქვს 2012 წლიდან“, – ამბობს მაჭარაშვილი. 

გურამ მაჭარაშვილი გამორიცხავს, რომ გახარიას წასვლის შემდეგ გუნდიდან სხვებმაც გადაწყვიტონ წასვლა.

„გუნდში მოტივაცია უფრო გაიზარდა, გადავწყვიტეთ ქვეყანა გუნდური პრინციპებით გვემართა. გუნდში ითქვა, რომ ახლა კიდევ უფრო აუცილებელია ერთიანობა და არანაირი საფუძველი არ არსებობს, გუნდიდან წასვლა კიდევ ვინმემ გადაწყვიტოს. ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა გვექნება. მაგრამ გამოვრიცხავ, რომ გუნდიდან კიდევ ვინმე წავიდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა „კვირის თემასთან“ საუბრისას.

„ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მოსვლით გუნდის გენერალური ხაზი არ შეიცვლება.

 

“ნაციონალური მოძრაობა” 7 წელზე მეტია “ასრულებს” ქართულ ოცნებას, თუმცა ყოველ ჯერზე მარცხდება: გურამ მაჭარაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები