ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს პასუხობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მეუფეს სთხოვს უფროს ადამიანთან მორიდებით ისაუბროს:
“თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლებელია მე ეკლესიაზე შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია. ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანს ელაპარაკება…ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები მომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის” ეთერში.
"მათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის" - მეუფე იაკობი იმნაძეს და გამყრელიძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს
"უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ, რათა ღირსება შერჩეთ“.